ონის მუნიციპალიტეტი მონაწილეობას მიიღებს პროექტში – „თავისუფლების თამაშები”

15.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტი მონაწილეობას მიიღებს პროექტში – „თავისუფლების თამაშები”.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 16 და 19 მაისს, ონის მუნიციპალიტეტში „თავისუფლების თამაშები“ გაიმართება, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2011, 2012 და 2013 წლებში დაბადებული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
შეჯიბრი სპორტის 6 სახეობაში ჩატარდება:
მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები, გოგონები)
მინი ფეხბურთი 7X7 (ვაჟები, გოგონები)
სირბილი (ვაჟები, გოგონები)
კალათბურთი 3X3 (ვაჟები)
ფრენბურთი (ვაჟები, გოგონები)
ჭიდაობა (თავისუფალი სტილით)
თავისუფლების თამაშები ქალაქ ონის ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე სპორტულ კომპლექსში ჩატარდება და მისი მონაწილე მოსწავლეები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდებიან.
„თავისუფლების თამაშები“ საქართველოს სასკოლო ლიგის პროგრამის შემადგენელი ნაწილია, წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი მიძღვნილ შიდასასკოლო და სკოლათაშორისი სპორტული ღონისძიებების ერთიან სისტემას, რომელშიც ჩართულია საქართველოს ყველა სკოლა.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა