ონის მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტების წახალისების მიზნით მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დასრულდა

01.11.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტების წახალისების მიზნით მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დასრულდა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა ოთხი წარმატებული სტუდენტი, რომლებმაც დააკმაყოფილეს ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსის პირობებით დადგენილი მოთხოვნები და გახდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტები:
ნინო გუგეშაშვილი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი;
აკაკი მეტრეველი – სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრი. ამჟამად, არქიტექტურის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი;
გიორგი ხომასურიძე – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი;
ლიკა თაგვაძე – სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება. აღნიშნული სტიპენდიის მიზანიც სწორედ ამას ემსახურება, წავახალისოთ და მივცეთ მოტივაცია წარმატებულ სტუდენტებს სწავლასა და შემდგომ საქმიანობებში.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, 2023 წლიდან ყოველ სასწავლი სემესტრში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 5 წარმატებული სტუდენტი.
აღნიშნული ინიციატივა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
კონკურსთან დაკავშირებით, კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ:
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს – მანანა ჩაგელიშვილს.
ან მოგვწეროთ ონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელ.მისამართზე onismeria@gmail.com

Related posts

მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს სხდომა.

რა ხდეება გზებზე

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება დაიწყო