ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (პირველი ეტაპი) დასრულების ფაზაშია

31.10.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (პირველი ეტაპი) დასრულების ფაზაშია.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 300,000 ლარამდეა და დასრულდება ნოემბრის თვეში.
სოფელ უწერაში შესრულებული სამუშაო ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოინახულა, ასევე გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და გაეცნო მათ საჭიროებებს.
აღსანიშნავია, რომ უწერაში მყარ საფარიანი გზის მოწყობა ( მეორე ეტაპი) მიმდინარე წელს გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი კვლავ აქტიურად გაგრძელდება

Related posts

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება