მირიან მაისურაძე სამშობლოში ბრუნდება

01.11.2024წ.

მირიან მაისურაძე სამშობლოში ბრუნდება.
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი მირიან მაისურაძე თბილისის აეროპორტში 2 ნოემბერს დილის 04:55 საათზე ჩამოფრინდება.
ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საზეიმო ვითარებაში დახვდებიან ჩემპიონს.
გულშემატკივრებს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ერთად მივულოცოთ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონს გამარჯვება.
ოთხშაბათს, 6 ნოემბერს,15:00 საათზე, ქალაქ ონში ბეერ-შევას სახელობის პარკში, მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონის თავისუფალ ჭიდაობაში -მირიან მაისურაძის დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მშობლიურ ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეგობრები და გულშემატკივრები სიყვარულით ელოდებიან საამაყო სპორტსმენს.
გაცნობებთ, რომ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიო პირველობა გაიმართა, სადაც ონელმა მირიან მაისურაძემ (92კგ) ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გახდი ჩვენი ქალაქის სპორტული დღესასწაულის თანამონაწილე

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო