მიმდინარე წლის 9 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ,ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორის გიორგი სხირტლაძის და მსოფლიოს ორგზის ვეტერანთა შორის, მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონის შურა მაისურაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი-ემზარ საბანაძე,მერის მოადგილეები დიმიტრი საყვარელიძე და ეკა მაისურაძე.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ონის საჭიდაო სკოლის მოსწავლეები.
ჩემპიონი 35 კგ.წონით კატეგორიაში გახდა ნიკოლოზ ბუხრაშვილი.
გამარჯვებული ახალგაზრდა სპორტსმენი ნიკოლოზ ბუხრაშვილი, ემზარ საბანაძემ დააჯილდოვა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენს და უსურვებს წარმატებებს სპორტულ კარიერაში.
ონის მუნიციპალიტეტის შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ,ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორის გიორგი სხირტლაძის და მსოფლიოს ორგზის ვეტერანთა შორის, მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონის შურა მაისურაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში
48