გამარჯვებული თომა ჩიხრაძე, იოსებ ბერიშვილმა დააჯილდოვა მის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით
მიმდინარე წლის პირველ ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა ევროპის და მსოფლიო თასის მფლობელის, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, დიდების ორდერის კავალერის იოსებ (სოსო) ბერიშვილის სახელობის საქართველოს IX რესპუბლიკის ტურნირი ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში 23-57 კგ წონით კატეგორიაში.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ონის საჭიდაო სკოლის მოსწავლეები.
ჩემპიონი 48 კგ.წონით კატეგორიაში გახდა თომა ჩიხრაძე, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი გახდა გიორგი ჩიკვილაძე(44 კგ).
გამარჯვებული თომა ჩიხრაძე, იოსებ ბერიშვილმა დააჯილდოვა მის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენებს და უსურვებს წარმატებებს სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.