სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, მეწარმეთა ნაწილს მიეცათ კონკრეტული გაფრთხილებები და მითითებები მყისიერი რეაგირებისათვის
მიმდინარე წლის 27 მაისს მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, სამშენებლო სამუშაოების ისპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, 2018 წლის 1 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა, ასევე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა:
ქ.ონში მიმდინარეობს მ.ლებანიძის სანაპიროს და ყოფილი პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლო და მყარი ნარჩენებისგან გაწმენდითი სამუშაოები.
შემსრულებელი : ი/მ ნ.ლობჯანიძე.
სოფ.გომი-ჯინჭვისის მიმართულებით მდ.რიონზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები .
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს “რაჭა 2005″
სოფელ ლაგვანთაში მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის მოწყობა.
შემსრულებელი : ი/მ სოლომონ ჩარკვიანი.
სოფელ ხიდეშლებში მიმდინარეობს თავშეყრის ადგილი მოწყობა .
შემსრულებელი : შპს ” ხიდეშელი 2017″
სოფელ მაჟიეთში მიმდინარეობს წყაროს მოპირკეთების სამუშაოები.
შემსრულებელი : ი/მ ვასო გუგეშაშვილი.
სოფელ ნაკიეთში დასრულდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი : ი/მ დავით კახეთელიძე.
‼️სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, მეწარმეთა ნაწილს მიეცათ კონკრეტული გაფრთხილებები და მითითებები მყისიერი რეაგირებისათვის.