ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

05.03.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან, მერის წარმომადგენელთან ერთად ღების, ჭიორი, გლოლის და უწერის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა წყლის სისტემების რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
ღები – სანიაღვრე არხის კეთილმოწყობა, ჭალეების უბანში წყლის სისტემის რებილიტაცია;
პატარა ღები – გზის რეაბილიტაცია (ბეტონის გზის გაგრძელება);
გონა – მთავარანგელოზის სალოცავამდე გზის რეაბილიტაცია და სასმელი წყლის მოწყობა;
ჭიორა – სოფელში არსებული ორი სასაფლაოს შემოღობვა კეთილოწყობა;
გლოლა – სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე, სტადიონის მოწყობა (გაგრძელება);
უწერა – სასაფლაოს კეთილმოწყობა,ბაღჩის წყაროს და ჟამიერეთის უბანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ნიგავზები – სასმელი წყლის და გზის რეაბილიტაცია;
ნაკიეთი – ზეციეთის გზის რეაბილიტაცია;
ფარავნეში – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.
შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები 4 მარტს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგი ხიდეშელთან, საკრებულოს თავმჯდომარე, ბაჩანა მარკოიშვილთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წედისის და კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ქალაქ ონის გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა