5
13.11.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფ.ფარახეთში მრავალწლიანი გარდამავალი პროექტის მე- 4 ეტაპის განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტი, გულისხმობს გზის ასფალტო ბეტონის საფარის საფუძვლის მომზადებას, ასევე გადამღვრელი მილებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას.
სამუშაოების ღირებულება 796 900 ლარს შეადგენს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება. ხოლო დასრულება მომავალი წლის ივლისის თვეში იგეგმება.