30
14.11.2023წ.
დასრულდა ონის მუნიციპალიტეტის სოფ. გლოლაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელ გლოლაში მდ ჩხოჭურთან არსებული წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო არსებული რეზერვუარის წინ რკინა-ბეტონის ჭა, შესაბამისი მექანიზმით გასუფთავდა სალექარი. ასევე, კეთილმოეწყო რეზერვუარის სანიტარული ზონა შემოღობვა – გადახურვის გათვალისწინებით.
პროექტის სახელშეკრულებო თანხამ 48 635 ლარი შეადგინა. რომლის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და USAID ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შედეგად, სოფ.გლოლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.