8
26.10.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაგვანთაში საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის საერთო ღირებულებამ 499 980 ლარი შეადგინა.
აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „დაგი+“ ასრულებს, სამუშაოები გულისხმობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას 727 გრძივ მეტრზე.
პროექტის დასრულება 2024 წლის ივლისის თვეში იგეგმება.