10
05.07.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, სოფელ სორში წყალსადენი სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. კერძოდ,
დამონტაჟდა ახალი წყლის საქაჩი ტუმბო და მოეწყო ახალი წყალსადენი სისტემის მაგისტრალური ქსელი, რომელიც დაერთდა ცენტრალურ რეზერვუარზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის – გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, მოსახლეობას სასმელი წყალი დებეტის ნაკლებობის გამო გრაფიკით მიეწოდებოდა, ხოლო რეაბილიტაციის შედეგად, სოფ. სორის მოსახლეობა სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა რომლის სახელშეკრულებო თანხამ 26 400 ლარი შეადგინა.