ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურუთში გზის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

by magda

11.06.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურუთში გზის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის მიმდინარე სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ – თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 280 მეტრი გზის მონაკვეთის, ქვის ღობეების, ბეტონის კედლის, გაბიონისა და წყალმიმღები ჭის მონოლითური ბეტონით მოწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება, სახელშეკრულებო თანხა 131 404 ლარს შეადგენს, პროექტის დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content