ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა გრძელდება

by magda

03.04.2020წ.

რაჭა-ლეჩხუმასა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა გრძელდება.

აღნიშნული ახალი COVID-19-ის ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა და მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების, პრობლემური საკითხების და რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

შემოვლა განხორციელდა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთში,სომიწოსა და ფარახეთის თემში და დღეის მდგომარეობით აღნიშნულმა აქტივობამ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი მოიცვა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content