05,08,2019
მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გლოლაში,ჭიორაში და ღებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ,შრომის,ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე-თამარ გაბუნია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე- კახა კუჭავა, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.შეხვედრებზე საუბარი შეეხო სამინისტროების მიერ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს.
ხელმძღვანელებმა სოფლების მაცხოვრებლებისგან პირადად მოისმინეს სხვადასხვა სფეროებში არსებული საჭიროებები, შენიშვნები და იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგეგმილია ქმედითი ნაბიჯები რეგიონში ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებში, ასევე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.