33
სტუმრებმა რაჭველი მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ – პატრიოტული კომპოზიცია გამართეს
13 – 14 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებსა და უწერაში სტუმრად იმყოფებოდნენ რუსთავის სიონთან არსებული გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამრევლო სკოლა ” მთაწმინდელის” მოსწავლეები, პედაგოგებთან და მოძღვართან ერთად.
სტუმრებმა რაჭველი მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ – პატრიოტული კომპოზიცია გამართეს.
მამა დავითმა და რეჟისორმა ლექსო გელაშვილმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივებს გულითადი მასპინძლობისთვის, ყურადღებისთვის და მთის რაჭიდან ერთხელ კიდევ გააჟღერეს ვიზიტის მიზანი, რომ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი წილი საქართველო.