ონის მუნიციპალიტეტის სორტუანის ტერიტორიაზე სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამით გათვალისწინებული პროექტი დასრულების ეტაპზეა

by magda

13.09.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის სორტუანის ტერიტორიაზე სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამით გათვალისწინებული პროექტი დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში მოხდა ქ. ონში სორტუანის ტერიტორიაზე ღია საცურაო აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 147 265 ლარი შეადგინა.
ადგილობრივი მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შერჩეული პროექტის დაფინანსება 100%-ით ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა.
 აღნიშნული პროგრამის მიზანია გაიზარდოს როგორც მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმიანობაში, ასევე ონის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა, განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content