0
06.02.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს კვლევითი სამუშაოს შედეგები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებული გამოწვევების ანალიზზე, ონის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე .
აღინიშნა, რომ გეგმარების პროცესში გათვალისწინებული იქნება ონის კულტურული და ლანდშაფტური მემკვიდრეობის და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილების ფაქტორები. ამასთან, გეგმა მთიან რეგიონში არსებულ ინტერესთა კონფლიქტებს გაითვალისწინებს და წარმოადგენს პასუხისმგებლიან, მდგრადი დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმებს.
პროექტს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს. კონსორციუმის ლიდერია იტალიური კომპანია “JV between Keios Srl”, მისი თანაპარტნიორი კი “CMC LLC” (საქართველო) ხოლო ქვეკონსულტანტი “Adapt 40” (დიდი ბრიტანეთი).
