12
ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის გუნდი ყველაზე მასშტაბურ ინტელექტუალურ შეჯიბრში ” რა/სად? როდის?” – ინტელექტის დღე რეგიონალური ტურის გამარჯვებული გახდა და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ათეულში მოხვდა.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ – „ინტელექტის დღე“ წელს უკვე მეექვსედ იმართება.
სუპერფინალი ჩატარდა თბილისში. გუნდებმა 36 შეკითხვას უპასუხეს. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებითა და დიპლომებით.
ონის მუნიციპალიტეტი ულოცავს ღირსეულ გამარჯვებას ნიჭიერ ახალგაზრდებს, ინტელექტუალურ გუნდს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.