ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს, ქრისტინა კობახიძეს და ონის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ლობჟანიძეს შეხვდნენ

17.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს, ქრისტინა კობახიძეს და ონის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ლობჟანიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე.
აღინიშნა, რომ გეგმარების პროცესში გათვალისწინებული იქნება ონის კულტურული და ლანდშაფტური მემკვიდრეობის და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილების ფაქტორები. ამასთან, გეგმა მთიან რეგიონში არსებულ ინტერესთა კონფლიქტებს გაითვალისწინებს და წარმოადგენს პასუხისმგებლიან, მდგრადი დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმებს.
შეხვედრის ფარგლებში, არქიტექტურისა და ურბანული მიმართულების სპეციალისტებთან ერთად, საველე გასვლაც შედგა, სადაც ქალაქ ონისა და სოფელი ღების სხვადასხვა არეალზე ტერიტორიის შესწავლითი სამუშაოები ჩატარდა.
პროექტს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს. კონსორციუმის ლიდერია იტალიური კომპანია “JV between Keios Srl”, მისი თანაპარტნიორი კი “CMC LLC” (საქართველო) ხოლო ქვეკონსულტანტი “Adapt 40” (დიდი ბრიტანეთი).

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა