10
24.05.2023
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის I კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
3. „2023 წელს ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის დამტკიცების თაობაზე“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 აპრილის N7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არსებული ციფრებით სახელდების შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წელს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მდგომარეობის შესახებ.