ონის მუნიციპალიტეტის საამაყო ახალგაზრდები

27.08.2021წ.

გაიცანით!
ონის მუნიციპალიტეტის საამაყო ახალგაზრდები:
ანი ბურდილაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი.
ლიზი მეტრეველი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.
მომავალი ექიმები, დღეს – მოხალისეები, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, Covid – 19 პანდემიის დროს, რიგითი მოქალაქეების, სამედიცინო პერსონალის გვერდით დგანან.
დაგვეთანხმებით, რთულია სხვადასხვა პოზიციაზე მოიხადო მოქალაქეობრივი ვალი!
ამით არიან გამორჩეულები და გვჯერა, მომავალი პროფესიონალები, არაერთ ცხოვრებისეულ გამოცდას ჩააბარებენ ადამიანების საკეთილდღეოდ!
წარმატებულ მომავალს გისურვებთ!

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა