ონის მუნიციპალიტეტის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს კომპიუტერები გადაეცა

by magda

08.09.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს კომპიუტერები გადაეცა.
ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა(ODC) ონის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს კომპიუტერული აღჭურვილობა- 5 კომპიუტერი და 3 პრინტერი გადასცა.
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ხელშეწყობას (კერძოდ, პაციენტების ისტორიის/სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაელექტრონულებისა და სათანადო შენახვის მიმართულებით).
კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და შპს ონის ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერი ავთანდილ ლებანიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content