ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ილინე“ გასტროლით ბულგარეთის ქალაქ ნესებრში გაემგზავრა

by magda

21.07.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ილინე“ გასტროლით ბულგარეთის ქალაქ ნესებრში გაემგზავრა.
გასტროლის ფარგლებში ,,ილინე“ მონაწილეობას მიიღებს ბავშვთა და მოზარდთა ქორრეოგრაფიული ფოლკლორული ანსამბლების საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე ,,რავდა“.
შეგახსენებთ, რომ ქერეოგრაფიულმა ანსამბლმა, გასული წლის ოქტომბრის თვეში, ქ. თბილისში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალში ,,მომავალი ჩვენია“, სადაც მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის პირველი ადგილი მოიპოვა და მიწვეულ იქნა ბულგარეთში ფესტივალზე.
გასტროლი ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ბავშვთა საერთაშორისო ასოციაცია ფოლკლორული ფორმაცია ,,ფონტანის“ და ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით ხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content