12
31.08.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
ონის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში არსებული ყოველკვირეული აგრარული ბაზარი, 1 სექტემბერს , ოთხშაბათს, ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს.
ქვეყანაში და ონის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე , ონის აგრარულ ბაზარის ტერიტორიაზე შემსვლელმა ნებისმიერმა მომხმარებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას შემდეგი წესები;
აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთათვის შესასვლელი და გამოსასვლელი ტერიტორია გამიჯნული იქნება სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით.
აგრარული ბაზრის ერთიან შესასვლელში აუცილებელია თერმოსკრინინგის გავლა
ბაზრის შესასვლელში ასევე განთავსებული იქნება ხელების დასამუშავებელი 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარი.
აუცილებელია პირბადეს გამოყენება. ( განხორციელდება მონიტორინგი)
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით, დავიცვათ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, დავიცვათ სოციალური დისტანცია და სათანადო წესები.
გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვათა ჯანმრთელობას!
გისურვებთ მშვიდობიან, ჯანმრთელ და ბედნიერ მომავალს