ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან

3.02.2020წ.

3 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .

შეხვედრაზე განიხილეს ონის მუნიცპალიტეტში ზამთრის სეზონის მანძილზე სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების წმენდის და მონიტორინგის შედეგები , ასევე ქალაქში სასმელი წყლით მომარაგების მოწესრიგების საკითხი , ისაუბრეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შემდეგი ეტაპისთვის მზადების პროცესზე, ასევე ბოლო პერიოდში დაგეგმილ კულტუტულ ღონისძიებებზე.

მერმა სამსახურების ხელმძღვანელებს პრობლემურ საკითხებზე დროულად რეაგირების მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა