ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე აგრძელებს მუნიციპალიტეტში მოზამთრე ოჯახების მონახულებას

by magda

30.01.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე აგრძელებს მუნიციპალიტეტში მოზამთრე ოჯახების მონახულებას.
მიმდინარე წლის 30 იანვარს მერი იმყოფებოდა სოფელ საკაოში,ხიდეშლებსა და მაჟიეთში სადაც შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და გაეცნო მათ ყოფას ზამთრის პერიოდში,ემზარ საბანაძემ თითეული მოსახლისგან მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობასა და ყოფით საკითხებზე.
მერის განცხადებით მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია მისთვის,როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისთვის, ასევე თითოეული სოფელში დარჩენილი მოზამთრე ოჯახისთვის, რათა მათ არ ქონდეთ უყურადღებობის და მარტოობის განცდა.
მსგავსი შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content