ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე აგრძელებს მუნიციპალიტეტში მოზამთრე ოჯახების მონახულებას

by magda

29.01.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე აგრძელებს მუნიციპალიტეტში მოზამთრე ოჯახების მონახულებას,პარალელურად ზამთრის პერიოდისათვის სოფლის შიდა გზების მონიტორინგს.
მიმდინარე წლის 29 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდა სოფელ ზვარეთში,ემზარ საბანაძემ მოინახულა სოფლის შიდა გზების წმენდის სამუშაოები.სოფელ ზვარეთში სულ 65 კომლია.
ამ დროისთვის ადგიზლე ორი მოსახლე იმყოფება, ნიკო კირვალიძე და ვეფხვია ერისთავი.
ნიკო კირვალიძე სოფელ ზვარეთში ახლახანს დაბრუნდა, ცხოვრობს მამაპაპისეულ ფუძეზე ახლად აშენებულ სახლში.
ემზარ საბანაძის განცხადებით ნიკო კირვალიძის მსგავსად თითოეული დაბრუნებული მოსახლე ონის მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ყველა საჭირო პირობას შექმნის რაჭაში დაბრუნებული მოსახლეობისათვის,რათა ზვარეთის მსგავსი ულამაზესი სოფლები კვლავ შეივსოს და წელიწადის ნებისმიერ დროს ხალხმრავალი გახდეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content