29
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ მერის წარომადგენელთან და საკრებულოს დეპუტათთან ეთად წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა სოფელ ფარახეთში.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წლის შესრულებული პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი პრიორიტეტული საკითხები.
საუბარი შეეხო ზამთრის სეზონისათვის მზადებას . მერის განცხადებით- მუნიციპალიტეტი მზადაა, იმისთვის რომ გასული წლის მსგავსად წელსაც შეუფერხებლად ჩაიაროს ზამთრის სეზონმა.
მოსახლეობა შეხვედრაზე გაეცნო სოციალური დახმარების დანიშვნის პირობებში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველი პირის დასაქმების შემთხვევაში დახმარების ერთი წლით შენარჩუნებას და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარების ოდენობის ზრდას.