ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ შეხვედრა გამართა სოფელ ჟაშქვის მოსახლეობასთან

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, მორიგი წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართ სოფელ ჟაშქვის მოსახლეობასთან.
საუბარი შეეხო ზამთრის სეზონისათვის მზადებას, მიმდინარე წელს შესრულებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პრიორიტეტულ საკითხებს.
მერმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო სოციალური დახმარებების მიღების პირობებში შეტანილი ცვლილებები: რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველი პირის დასაქმების შემთხვევაში დახმარების ერთი წლით შენარჩუნებასა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარების ოდენობის ზრდას.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა