ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა სოფელ ლაჩთაში

by magda

06,08,2019

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა შეუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში.
შეხვედრა დაიგეგმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში2020 წლისთვის შესარჩევ პრიორიტეტულ პროექებთან დაკავშირებით.
შეხვედრის სეზონურობა მიზანმიმართულად დაემთხვა აგვისტოს თვეს, რათა პროექტების შერჩევაში მონაწილეობა, მუდმივ მაცხოვრებლებთან ერთად, მიიღონ სეზონურმა მაცხოვრებლებმაც და მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული დაინტერესებულთა აზრი.
სოფელ ლაჩთაში შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლისათვის აქტუალურ, პრობლემურ საკითხებს, ასევე განიხილეს მიმდინარე, დასრულებული და მომავალ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content