ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა შეუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელებში

by magda

06.08.2019

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა შეუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელებში.შეხვედრა დაიგეგმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2020 წლისთვის შესარჩევ პრიორიტეტულ პროექებთან დაკავშირებით.
შეხვედრის სეზონურობა მიზანმიმართულად დაემთხვა აგვისტოს თვეს რათა პროექტების შერჩევაში მონაწილეობა მუდმივ მაცხოვრებლებთან ერთად მიიღონ სეზონურმა მაცხოვრებლებმაც და მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული დაინტერესებულთა აზრი.
სოფელ შეუბანიში შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლისათვის აქტუალურ,პრობლემურ საკითხებს, როგორებიცაა ექთინის პრობლემა ისეთ სოფლებში სადაც ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს შესაბამისი ამბულატორია,მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხს ხანდაზმულთათვის, ასევე განიხილეს მიმდინარე,დასრულებული და მომავალ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content