4
02.08.2019
მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა:
სოფელ ხირხონისში სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
შემსრულებელი: შპს “ურიში”.
სოფელ ხირხონისში თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია და ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები დასრულდა.
შემსრულებელი: ი/მ თეიმურაზ სხიერელი.
სოფელ ქრისტესში თავშეყრის ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
შემსრულებელი: ი/მ თეიმურაზ სხიერელი.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება .