6
დღეს, 19 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა-ტრენინგი გამართა ნარჩენების მართვის ექსპერტმა – ხათუნა ჩიკვილაძემ.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც უნდა განახლდეს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.