02.08.2019
მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “ურიში”, შპს “კ და გ”, შპს”გიო”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” კომპანიის წარმომადგენლობასთან და ი/მ მალხაზ ლობჯანიძესთან.
️შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობის, სოფელ ღებში და წოლაში გზის რეაბილიტაციის, ხოლო სოფლებში (ხირხონისი, ლაგვანთა, ღარი, ნიგავზები) ახალი ამბულატორიების მშენებლობის სამუშაოების შესრულების საკითხი.
ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადების კონტროლზე.