4
22.10.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მთავარ თემას სოფლებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიულად გადაჭრის გზები წარმოადგენდა.
მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მდგომარეობა, თბობის სეზონისთვის მზადების პროცესი, წყალმომარაგების პრობლემა, ტყეკაფში მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი, ასევე სოციალური თემატიკა.
დავით ლობჟანიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება მუნიციპალიტეტის უმთავრესი ამოცანაა და ამ მიმართულებით წარმომადგენლებს კონკრეტული მითითებები მისცა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი
