ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

11.02.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. მერის მოადგილემ სამსახურის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვის, ასევე – კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ირმა ჩიხრაძემ თანამშრომლებს თავიანთი სამუშაო სფეროების განვითარების საქმეში მხარდაჭერა დაუდასტურა და მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ასევე დაათვალიერა ა(ა)იპ სამსახურების ინფრასტრუქტურა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა