ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

11.02.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ინფრასტრუქტურული, კულტურული, სოციალური პროექტები, ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასასრულს სამსახურებისათვის განისაზღვრა სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებები.
დავით ლობჟანიძემ, განსაკუთრებული ყურადღება კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და პრობლემური საკითხების უმოკლეს დროში გადაჭრის მიზნით, სამსახურის ხელმძღვანელებს აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ონის სერვის ჯგუფის ხელმძღვანელი – ბექა ჯელაძე, ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრის ხელმძღვანელი ფრიდონ ორდინიძე, ასევე ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა