ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ჭვებარში მცხოვრებ 88 წლის ბესარიონ გაგიშვილს ესტუმრა

15.01.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ჭვებარში მცხოვრებ 88 წლის ბესარიონ გაგიშვილს ესტუმრა.
მერმა და მერის მოადილემ ბესარიონ გაგიშვილს ახალი წელი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
დავით ლობჟანიძის განცხადებით, სოფლად მცხოვრებ მოხუცებზე ზრუნვა და მათ მიმართ ყურადღების გამოხატვა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სოფელი ჭვებარი სორის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე სონტარულას ხეობის სათავეში მდებარე სოფელია, სადაც ერთადერთი მუდმივი მცხოვრები მოსახლე ბესარიონ გაგიშვილია.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო