ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, 2026 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

14.01.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, 2026 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მერმა წარმომადგენლებს წარუდგინა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე და წარმატებები უსურვა მას ახალ პოზიციაზე.
დავით ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ 2026 წელი გასულ წელთან შედარებით ბევრად უფრო საპასუხისმგებლო და დატვირთული იქნება. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმობა სოფლების პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფას და თემებში არსებული ყოფითი პრობლემების მოგვარებას.
უხვი ნალექის მიუხედავად, ამ ეტაპზე ყველა სოფელში ავტოტრანსპორტის გადაადგილება უპრობლემოდ არის შესაძლებელი, რისთვისაც მერმა მადლობა გადაუხადა შპს „ონის სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმი–სვანეთის დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე და შპს „ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორი ალექსანდრე გამყრელიძე.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა

სტუდენტთა საყურადღებოდ

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა