ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან

by magda

12.01.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სამუშაო პროცესში არსებული პრიორიტეტები და მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები. ასევე, მერმა სამსახურის ხელმძღვანელ პირებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ალექსანდრე ჯაფარიძე ოფიციალურად წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში მერმა ხელმძღვანელ პირებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წელი, გასული პერიოდის განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. წარმატებული, შედეგიანი და ნაყოფიერი სამუშაო წელი უსურვა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content