ონის მუნიციპალიტეტის მერია ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელებს საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას ულოცავს

by magda

22.12.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერია ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელებს საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას ულოცავს.
ონის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელებმა, ანა ჭელიძემ და ლიზა დვალიძემ წარმატებით იასპარეზეს კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. ანა ჭელიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის ორგანიზატორებმა მას „მის ტალანტის“ წოდება მიანიჭეს. წარმატებით იასპარეზა ასევე ლიზა დვალიძემ, რომელმაც უსაგნოდ ვარჯიშში IX ადგილი მოიპოვა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებს სპორტულ მიღწევას ულოცავს და მორიგ ასპარეზობებში წარმატებებს უსურვებს

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content