ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილესთან-ეკა მაისურაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

ემზარ საბანაძემ წარმომადგენლებს და საკრებულოს დეპუტატებს ახალი თანაშემწე – თამთა ტეფნაძე წარუდგინა

მიმდინარე წლის 24 ივლისს ,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილესთან-ეკა მაისურაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
ემზარ საბანაძემ წარმომადგენლებს და საკრებულოს დეპუტატებს ახალი თანაშემწე – თამთა ტეფნაძე წარუდგინა.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ .
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს :წყალმომარაგების პრობლემას, სახნავ-სათეს სავარგულებთან და ტყეკაფში მისასველ საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სოციალურ თემატიკას.
ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობაზე.
მერის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის'” ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხისის და დასრულების ვადების კონტროლს.
შეხვედრაზე განათლების,კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა- მანანა ჩაგელიშვილმა, სოფლის წარმომადგენლებს დაგეგმილი ღონისძიების “ონელობის” პროგრამა გააცნო და ისაუბრა მათ ჩართულობაზე აღნიშნულ აქტივობაში.
მერის განცხადებით ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია იზრუნოს თვისი თემის საუკეთესოდ წარმოჩენაზე, იქნება ეს კულტურულ ღონისძეიბებში ჩართულობა, თუ სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესი

Related posts

მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილთან ერთად, სოფელ ჟაშქვაში მისასვლელი გზის რეაბლიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.