ონის მუნიციპალიტეტის მერმა- ემზარ საბანაძემ,მოადგილესთან-ეკა მაისურაძესთან ერთად , მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

მზარ საბანაძემ თანამშრომლებს ახალი თანაშემწე – თამთა ტეფნაძე წარუდგინა

     24 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა- ემზარ საბანაძემ,მოადგილესთან-ეკა მაისურაძესთან ერთად , მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
ემზარ საბანაძემ თანამშრომლებს ახალი თანაშემწე – თამთა ტეფნაძე წარუდგინა.
თამთა ტეფნაძეს სხვადასხვა სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
2002-2006წწ. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი,სამართალმცოდნე,სპეციალობა-საერთაშორისო სამართალი ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2015-2017წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA).სამართლისა და პოლიტიკის სკოლა,საერთაშორისო სამართლის მაგისტრი (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა).
მერმა სამსახურის უფროსებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გამახვილდა, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებზე.
შეხვედრის დასასრულს მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში ნებისმიერი პროექტის მიმდინარეობისას აუცილებელია ხარისხისა და ვადების დაცვა,რათა მოხდეს საბიუჯეტო სახსრების დროული ეფექტიანი ათვისება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა