ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

by magda

24.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
შიდა გზაზე ახალი ბეტონის საფარი მოეწყო, რისთვისაც 80 000 ლარი დაიხარჯა. განახლებული ინფრასტრუქტურა ადგილობრივების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
„მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც შიდა სასოფლო გზების, ასევე სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია და მოწესრიგება. აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება, რათა ინფრასტრუქტურა ყველა დასახლებულ პუნქტში გაუმჯობესდეს,“ — განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content