ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის და 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაესწრო

14.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის და 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაესწრო.
საფინანსო სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და სტრატეგიული მიზნების სისტემური ანალიზია, რომელიც მუნიციპალიტეტის მომდევნო წლების განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, როგორც პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსია, ისე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი. განხილვის შემდეგ დოკუმენტები, დადგენილი ვადების შესაბამისად, 2025 წლის 15 ნოემბრამდე გადაეგზავნება ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდგომი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ, საკრეულოს თვმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, პაატა მაისურაძე და გიორგი მარკოიშვილი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს კომისიისა და ფრაქციის, ასევე სამოქალაქო და ახალგაზრდული მრჩველთა საბჭოს წარმომადგენლები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა