ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს-ების ხელმძღვანელ პირებთან

04.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს-ების ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე პროცესების მიმოხილვა, არსებული გამოწვევების შეფასება და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა.
მერის მიერ ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ოპერატიულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. დავით ლობჟანიძემ ხაზგასმით აღნიშნა ერთიანი გუნდის მუშაობის მნიშვნელობა მუნიციპალიტეტის წინსვლისა და განვითარების საქმეში.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ შრომისა და პასუხისმგებლობისთვის, რაც დღემდე ჩადეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ვიცით, რომ არსებობს გამოწვევები, თუმცა გვაქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ერთიანი ძალითა და პროფესიონალიზმით შევძლოთ სასიკეთო საქმეების კეთება ისე, რომ ჩვენი მოსახლეობა რეალურ ცვლილებებს იგრძნობს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ამოცანების შესრულება მხოლოდ ერთიანი გუნდის ძალით არის შესაძლებელი,“ — განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა