სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი დავით ლობჟანიძე მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საკრებულოსა და აიპების ხელმძღვანელ პირებს წარუდგინა

30.10.2025წ.

სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი დავით ლობჟანიძე მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საკრებულოსა და აიპების ხელმძღვანელ პირებს წარუდგინა.
სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ლობჯანიძეს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა მუნიციპალიტეტს ბევრ სიკეთეს მოუტანს. პაპუნა მარგველიძემ ონის ყოფილ მერს სერგი ხიდეშელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
დავით ლობჯანიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისა და ამომრჩევლის ნდობა მას აკისრებს პასუხისმგებლობას, მაქსიმუმი გააკეთოს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გამომიცხადეთ. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ყოველდღიურად ვიმუშაო სრული პასუხისმგებლობით ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.
მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, გუნდურობითა და პროფესიონალიზმით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებას“, – განაცხადა დავით ლობჯანიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორები.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო