ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

by magda

17.09.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქალაქ ონის და სოფელ ღების განაშენიანების დოკუმენტის შემუშავების პროექტზე ისაუბრეს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა პროექტის განხორციელების პროცესში ონის კულტურული და ლანდშაფტური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და კლიმატის ცვლილების ფაქტორების გათვალისწინებაზე.
შეხვედრას მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ექსპერტები ესწრებოდნენ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content