1
17.09.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, საქართველოში ბულგარეთის სრულუფლებიან ელჩს – ვესელინ ვალკანოვის, მოადგილესთან – ივან ივანოვთან, ერთად უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო, საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, სადაც მერიის მხრიდან წარდგენილი განაცხადი 100 000 ლარის ოდენობით დაფინანსდა.
პროექტის მიზანი იყო ქალთა დამხმარე სივრცეების განვითარება – ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლასა და ღარში მდებარე ბიბლიოთეკების ბაზაზე. ინიციატივა ხელს უწყობს ქალთა განათლების შესაძლებლობების გაზრდას როგორც ონში, ასევე ადმინისტრაციულ გამყოფ საზღვართან მდებარე ორ სოფელში. პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ვესელინ ვალკანოვისმა, ხელმძღვანელი პირებისა და პროექტის მენეჯერისგან პირადად მოისმინა პროექტის განხორციელების პროცესის შესახებ ანგარიში და ადგილზე გაეცნო მიღებულ შედეგებს.
პროექტის ფარგლებში, სამიზნე ერთეულებიდან 25 ქალბატონმა გაიარა ტრენინგი მეწარმეობის, ფონდების მოძიების, პროექტების მენეჯმენტის და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.
დელეგაციას მუნიციპალიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და პროექტის მენეჯერი თამარ ხომასურიძე.